პროექტის შესახებ

გვერდის ავტორი: აიშან მამედოვა

1. რა არის სოციალური ქსელები?

კლასიკური განმარტების თანახმად, სოციალური ქსელი არის სოციალური ობიექტების ჯაჭვი, რომელიც შედგება ორგანიზაციების ან ინდივიდუალური ადამიანებისგან.( ლომიშვილი, 2015 ) (იხილეთ აქ)

 ალბათ ერთ-ერთი რამ, რის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე საუკუნის თანამედროვე ადამიან არის ინტერნეტი და სოციალური ქსელები. სოციალური ქსელები მთელ მსოფლიოში პოპულარული არიან და ყველა მათგანი ურთიერთობის დამყარების ერთ-ერთ უკეთეს საშუალებად ითვლება. სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთობა, მიუხედავად ამისა, თუ სად იმყოფებიან და რამდენად შორს არიან ერთმანეთთან. აი, სადამდე მიაღწია პროგრესი!


სურათი 1

 2. სოციალური ქსელების ფუნქციები

სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების ცხოვრება უფრო საინტერესო, სახალისო და ადვილად აღსაქმელი გახადა. ახლა თითქმის ყველა იყენებს სოციალურ ქსელებს სხვადასხვა მიზნით: ურთიერთობა, ფოტოების გამოქვეყნება, სხვების ცხოვრების ნახვა ( ცნობილი ადამიანების) და ასე შემდეგ.

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული არის ისეთი სოციალური ქსელები, როგორებიცაა: Facebook, Twitter, Instagram, Vk და ბევრი სხვა. ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან, თუმცა ამავდროულად სხვანაირები არიან და თითოეულს თავისი გამორჩეული და განსაკუთრებული ფუნქციები აქვსახალგაზრდები რეგისტრირდებიან სოციალურ ქსელებში, იქ ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციას, თავის ფოტოსურათებს, ერთდებიანმეგობართაწრეში, ეცნობიან ერთმანეთს, ამყარებენ კავშირს ერთობლივი ინტერესების პრინციპით. ამ გაერთიანებების წევრები ჩართულნი არიან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის განსხვავებულ ფორმებში, პერსონალური web-გვერდების, ბლოგების, სადისკუსიო ჯგუფების მეშვეობით. საზოგადოება სოციალური ქსელების საშუალებით ეცნობა მთელ მსოფლიოსბოლო ხანს სოციალური ქსელები მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.   


სურათი 2

3. სოციალური ქსელების დადებითი მხარეები

მეცნიერები კიბერდამოკიდებულებას, ანუ, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას უწოდებენ ოცდამეერთე საუკუნის დაავადებას. ეს დაავადება სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება. არავინ არ გამორიცხავს იმას, რომ სოციალურ ქსელებს აქვთ ბევრი დადებითი მხარე ( ამ მიზნით შექმნეს სოციალური ქსელები), თუმცა, ამის გარდა , სოციალური ქსელი გადაიქცა სივრცედსადაც უამრავმა კომპენსატორულმა ქცევამ იჩინა თავი. ( გოგიშვილი, 2016) იხილეთ აქ

როგორც ყველაფერს, ასევე სოციალურ ქსელებსაც აქვთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მოდით დავიწყოთ დადებითი მხარეების განხილვით.

პირველ რიგში, სოციალური ქსელების  მეშვეობით ხალხის შორის ურთიერთობები უფრო აქტიური ხდება, სოციალური ქსელებით მათ შეუძლიათ იმდენი ილაპარაკონ, რამდენად არ ილაპარაკებოდნენ რეალურ ცხოვრებაში და თქვან ის, რასაც ვერ შეუძლიათ თქვან რეალური ურთიერთობისას. სოციალური ქსელების ყველაზე დადებითი მხარე არის კონტაქტის დამყარება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენგან შორს არიან. სოციალური ქსელებით ასევე შესაძლებელია იმ ადამიანის პოვნა, რომელზეც ცოტა ცნობილია, მაგალითად, ძველი ნაცნობი და სხვა

სოციალურ ქსელებში სწრაფად და მარტივად შეგვიძლია გავაზიაროთ სურათები, ამბები, რაღაცა სხვა ინფორმაცია, ასევე სოციალური ქსელებით მარტივი არის სხვადასხვა ღონისძიების, პროექტის დაგეგმვა - მაგალითად, ინტერნეტში ათავსებ ინფორმაციას რომელიმე ტრენინგზე, და ვისაც სურს, შეუძლია შემოერთდეს და ასე შემდეგ. აღსანიშნავია ასევე, რომ სოციალური ქსელებით, ზოგადად, ინტერნეტის მეშვეობითაც, რომელიმე ინფორმაციის მოპოვება არის სწრაფი და მოქნილი


სურათი 3

4. სოციალური ქსელების უარყოფითი მხარეები

არავინ არ გამორიცხავს იმას, რომ სოციალურ ქსელებს აქვთ უარყოფითი მხარეებიც. სოციალური ქსელები, პირველ რიგში, იწვევენ დამოკიდებულებას, შეჩვევას - ადამიანი ხდება დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე და ბევრ დროს ატარებს იქ. ტელეფონით ან კომპიუტერით ბევრი დროის გატარება კი დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმზე, ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით, თვალებზე, ასევე ზიანდება ნერვიული სისტემა. სოციალური ქსელების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე არის ასევე კონტაქტის დაკარგვა სამყაროში, ვერბალური ცხოვრება და მხოლოდ და მხოლოდ ვერბალური კონტაქტის ქონა. 


სურათი 4

5. სტატისტიკა

სოციალური ქსელებიდან ყველაზე პოპულარული არის ფეისბუკი ( FACEBOOK), რომელსაც დაახლოებით 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 


სურათი 5

6.სოციალური ქსელების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

"ინტერნეტ-დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია ფსიქოლოგიურ დაავადებად ითვლება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება კი მისი ახალი ფორმაა." ( კორახაშვილი, 2012) (იხილეთ აქ)
თოთოეულ ადამიანს აქვს თავისი მოთხოვნილებები, და თითოეული ადამიანი ცდილობს, რომ ეს მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. მოთხოვნილება სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგალითად, ბევრი ყურადღება, ურთოერთობები, კონტაქტი, თვითრეალიზაცია და სხვა. რა როლი აქვს სოციალურ ქსელებს ამაში? პასუხი ცხადია - ისინი აძლევენ იმის შეგრძენას, რომ ყველა მოთხოვნილება არის დაკმაყოფილებული: ბევრი ყურადღება? - გააზიარე სურათი სოციალურ ქსელში და ბევრი ადამიანისგან მიიღებ კომენტარებსა და მოწონებებს. ურთიერთობა და კონტაქტი?- ესეც ადვილია სოციალური ქსელების დახმარებით. აქედან გამომდინარე, იმის მაგივრად, რომ ადამიანი თავისი მოთხოვნილებები დააკამყოფილოს რეალურ ცხოვრებაში, იგი ირჩევს მარტივ გზას და აკმაყოფილებს ვერბალურად, სოციალური ქსელების დახმარებით. რაც უფრო იზრდება ეს კმაყოფილება, მით უფრო ბევრი მოთხივნილება ჩნდება, და ვით უფრო ბევრი მოთხოვნილებაა, მით უფრო ბევრი დრო მიდის მათ დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად, სოციალურ ქსელებზეც. იმის გამო, რომ ადამიანი ბევრს დროს ატარებს სოციალურ ქსელებში, მას არ რჩება დრო რეალურ გარემოზე, რის შემდეგ უქმნდება პრობლემები რეალურ ურთიერთობასთან.
"სოციალური სივრცე ადამიანს ითრევს აზარტში, რომელიც დამანგრეველია და ადამიანი დეგრადაციამდე მიჰყავს." (ბაიდოშვილი, 2012) (იხილეთ აქ)
ყველასთვის ცნობილი არის ტერმინი "ჩატი", რომელიც არის დაკავშირებული სოციალურ ქსელებთან. ეს არის სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან 3 ან/და მეტი ადამიანი, რომლებიც მესინჯობენ ერთდროულად. ადამიანი ამ ჩატში ურთიერთობის შემდეგ, სამწუხაროდ, ფიქრობს, რომ მას აქვს სრულფასოვანი კომუნიკაცია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს უბრალოდ ქმნის ამის ილუზიას და წარმოდგენას, თუმცა რეალურ კომუნიკაციას არავინ და არაფერი არ შეცვლის.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი პოპულარული და გავრცელებული სოციალური ქსელი არის Instagram. მას აქვს ბევრი მომხმარებელი, და იქ ხშირად შეგვიძია ვნახოთ ისეთი რაღაცებბი, რაც ჩვენ მოსაწყენ ცხოვრებასთან თანხვედრაშიც არ არის. ინსტაგრამში ასევე შეგვიძლია ვნახოთ ე.წ. "ხელოვნური სურათები". რას ნიშნავს ეს? ხელოვნური სურათები არის იგივე, რაც დამონტაჯაბული სურათები  და ხოლმე, განსაკუთრებით გოგოები, ადარებენ საკუთარ თავს სხვების "ხელოვნურ" სურათებს, რამაც გავლენას ახდენს მათზე, რასაც იწვევს დეპრესიასა და სტრესს. ინსტაგრამის გამო, ქალები და გოგოები ხშირად ფიქრობენ, რომ მათი სხეული საკმარისად კარგი არ არის, ისინი საკმარისად ლამაზები არ არიან - ამას ამბობენ, რადგან ინსტაგრამზე ხელოვნებური სურათები ხვდებათ. 

"სოციალური ქსელების გამო ჩვენში არარეალისტური მოლოდინები ყალიბდება, რაც დაბალი თვითშეფასების ქონით სრულდება." ( კეკენაძე, 2019) იხილეთ აქ

7. კვლევები

სოციალურ ქსელების თემასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა და გამოკითხვა ჩატარებულია. ერთ-ერთი კვლევა მიჩიგანის უნივერსიტეტში შემთხვევით შერჩეულ სტუდენტებს შორის ჩატარდამათი პირველ ჯგუფს ყოველდღიურად 10 წთ-ის განმავლობაში Facebook- ის ახალი ამბების გაცნობა დაავალეს, ხოლო მეორესმასალების გამოქვეყნება და მეგობრებთან კომუნიკაცია. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დღის ბოლოს ყველა თავს ცუდად გრძნობდა. (იხილეთ აქ) 
ერთ-ერთი კვლევის თანახმადის ადამიანებს, რომლებიც დღეში მინიმუმ ორჯერ ან უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებსუმეტეს შემთხვევაშიფსიქიკური აშლილობა აწუხებს.
სოციალური ქსელების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს იგი მას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბების პასიურად კითხვამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ქსელში მეგობრებთან აქტიური კომუნიკაციით შესაძლოა ადამიანები დეპრესიასა და სტრესს გაუმკლავდნენ.
აღსანიშნავია კიდევ კვლევა, რომელიც ჩაატარებს ამერიკელმა მკვლევრებმა. ამ კვლევით ისინი დაადგინეს, რომ სოციალური ქსელები ადამიანების ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენენ. მათ ჩატარებყლი ჰქონდათ ორი ექსპერიმენტი, რომლებისთვის არჩეული იყო 116 ადამიანი, ნახევარი სტუდენტები და ნახევარი კურდამთავრებულები. "მათ სისტემატურად ეკითხებოდნენ ყოველდღიური ურთიერთობებისა და სოციალური ქსელის მოხმარების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ქსელში მიმოწერა არ ახდენდა გავლენას ადამიანებთან კონტაქტზე, მეფობრებთან და ახლობლებთან მათ ურთიერთობაზე." ( იმედი, 2018) (იხილეთ აქ)

"უკანასკნელმა ნეიროფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა ცვლილებები იმ ადამიანთა ტვინის სტრუქტურაში, რომლებიც განიცდიან ინტერნეტდამოკიდებულებას. კერძოდ, დადგინდა, რომ ხდება ტვინის მნიშვნელოვანი არეების შემცირება და თეთრი ნივთიერების (რაც ერთგვარ გამტარს წარმოქმნის ტვინში) შევიწროება.საინტერესო ფაქტია, რომ ეს ცვლილებები ძალიან ჰგავს იმ ცვლილებებს რასაც განიცდის ჰეროინზე ან მსგავს სხვა ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანის ტვინის უჯრედები." (მამუკაშვილი, 2014) (იხილეთ აქ)


სურათი 7


8.სოციალური ქსელები ჩვენს ცხოვრებაში

"21- საუკუნეში ადამიანების ცხოვრება სოციალურმა ქსელებმა და ინტერნეტსივრცემ რადიკალურად შეცვლა.საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევსრომ კიბერინდუსტრიამ გაამარტივა კომუნიკაციის გზებინაწილი კი ფიქრობსრომ ინტერნეტსივრცე რეალურ კომუნიკაციასრასაც ადამიანების ურთიერთობა ჰქვიაძალიან უშლის ხელს დაფაქტობრივადდავიწყებას მიეცა ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა." ( გუდავაძე, 2018) (იხილეთ აქ)

სოციალურ ქსელებს დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენს ცხოვრებაში. სოციალური ქსელები თითოეულ ადამიანზე მოქმედებენ სხვადასხვანაირად. მაგალითად, ისინი იზიდავენ მოზარდებს, ისინი კი დაუფიქრებლად შეიძლება გამოაქვეყნონ პერსონალური ინფორმაცია, რამაც მათ ზიანი მიაყენებს. 

სამწუხაროდბევრ მოზარდს არ ესმისრომ ინფორმაციასრომელიც იქი აქვეყნებსარის ხელმისაწვდომი ყველასთვისეს შეიძლება გადაქცეს მისთვის პრობლემადროცა მისივე ინფორმაცია მის საწინააღმდეგ გამოიყენებაგანუსაზღვრელი დროით სოციალურ ქსელში ყოფნა ადამიანს ართმევს ცხოვრების აღქმის უნარსწყვეტს რეალობას და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას. ( ლომიშვილი, 2015) (იხილეთ აქ)

განვითარებას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ შევამციროთ გავლენის ხარისხი და ეფექტი. ვირტუალურ ურთოერთობებზე მეტად უპირატესობა მივანიჭოთ პირისპირ ურთიერთობებს, თუ ვაცნობიერებთ რომ ინტერნეტდამოკიდებულნი ვხდებით.















No comments:

Post a Comment

 მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბლოგზე! აქ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ინფორმაცია სოციალურ ქსელებზე, ...